599-38-11-35

healthcentre.ge

Memorial Hospital
მემორიალის კლინიკა თურქეთში

მემორიალის ჰოსპიტალის ქსელის პირველი საავადმყოფო დაარსდა 1995 წელს თურქეთში, ხოლო ქსელი სრულად ამოქმედდა 1999 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ იგი გახდა პირველი სამედიცინო ორგანიზაცია თურქეთში, რომელმაც გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია გაერთიანებული კომისიის – Joint Commission International-ის (JCI) მიერ და მიენიჭა საერთაშორისო კომისიის (JCI) სერთიფიკატი.

memorial hospital istanbul. მემორიალის კლინიკა სტამბული თურქეთი. Updated 2022
მემორიალის ჰოსპიტალში წარმოდგენილი სერვისები
მემორიალის კლინიკებში გლობალური პაციენტები იღებენ შემდეგ სერვისებს:

კიბოს მკურნალობა (ონკოლოგია) მემორიალში

Memorial-ში შემავალ კლინიკაში ონკოლოგიური მკურნალობის ცენტრი დაკომპლექტებულია წამყვანი ექიმებით, კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და დანერგილია თანამედროვე მკურნალების მეთოდები.

მემორიალის ტრანსპლანტაციის ცენტრი

მემორიალის ტრანსპლანტაციის ცენტრი არის წამყვანი სამედიცინო ცენტრი თურქეთში, სადაც წარმატებით სრულდება ორგანოთა გადანერგვა.

კარდიოლოგია მემორიალის კლინიკებში

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ტარდება მემორიალის კლინიკების უმეტესობაში. კლინიკები აღჭურვილია მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით.

ჰემატოლოგია მემორიალის კლინიკაში

Memorial Hospital-ის ჰემატოლოგიურ ცენტრში ხდება ლეიკემიის, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის, ლიმფომის, ანემიის და სისხლის შედედების დარღვევების და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ესთეტიკური მედიცინა მემორიალის კლინიკებში

მემორიალის შიშლის კლინიკაში სილამაზის და ესთეტიკის ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით. კლინიკა გთავაზობთ სერვისების ფართო არჩევანს თმის გადანერგვიდან პლასტიკურ და სტომატოლოგიურ პროცედურებამდე.

უროლოგია Memorial Hospital-ში

Memorial Hospital-ში დანერგილია მკურნალობის თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები.  უროლოგიური დაავადებების ადრეულ დიაგნოზზე და მკურნალობაზე მაქსიმალური აქცენტი კეთდება.

Memorial hospital Istanbul. მემორიალის კლინიკა სტამბული თურქეთი. Updated 2022
Memorial hospital
მემორიალის კლინიკა საზღვარგარეთ

მემორიალის კლინიკა თურქეთში (Memorial Health Group) აქვს წარმომადგენლობა როგორც თურქეთში, ასევე ამერიკაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მემორიალის კლინიკა თურქეთში აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ცნობილია აქ მომუშავე მსოფლიოშო ცნობილი წამყვანი ექიმებით.

კლინიკა მემორიალი შიშლი კარგად არის ცნობილი ისეთ სფეროებში, როგორიცაა:

პაკეტები
ონკოლოგიური პაკეტები მემორიალის კლინიკაში
PET-CT პაკეტი
$ 800 / ფასი მოიცავს:
  • PET-CT კვლევა

    ონკოლოგის კონსულტაცია

    სასტუმრო სტამბულში 2 ღამე

    ტრანსფერი (აეროპორტი- სასტუმრო-კლინიკა)

    თარჯიმნის მომსახურება

    ლანჩი Cafe’m-ში (PET-CT-ის შემდეგ)

    PET-CT-ის დასკვნა ინგლისურ და თურქულ ენაზე

PSMA PET-CT პაკეტი
$ 1500 / ფასი მოიცავს:
  • PSMA PET-CT კვლევა

    კონსულტაცია პროფესორთან

    სასტუმრო სტამბულში 2 ღამე DOUBLE ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-კლინიკა)

    თარჯიმნის მომსახურება

    დასკვნა ინგლისურ და თურქულ ენაზე

შეფასებები
პაციენტების შეფასებები
3
Memorial Hospital
დაგვიკვაშვირდით!

    მემორიალის კლინიკა თურქეთი სტამბული. მემორიალის ჰოსპიტალი. Updated 2022
    ხშირად დასმული კითხვები მემორიალის კლინიკის შესახებ
    Memorial-ში სამედიცინო მოგზაურობის ნაბიჯები
    რატომ იმატა თურქეთში მკურნალობის მსურველთა რაოდენობამ ბოლო 5 წლის განმავლობაში?

    ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთში ქართველი პაციენტების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. სამწუხაროდ, ამის გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ხშირად სახელდება სადიაგნოსტიკო კვლევების არასრულფასოვნად ჩატარება, რაც შემდგომ ხდება არასწორი დიაგნოზის და შესაბამისად, არასწორი მკურნალობის მიზეზი.

    საქართველოს რამდენიმე წამყვან კლინიკაში გამოიყენება ულტრათანამედროვე დანადგარები, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ხშირად ექიმები არ არიან სათანადოდ გადამზადებული და კვალიფიცირებული, მათი გამოყენება ვერ ხდება მიზნობრივად და ეფექტურად. სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც კარგი დანადგარის წყალობით საკმაოდ მკაფიოდ მიღებული გამოსახულება, არასრულად ან არასწორად არის გარჩეული და შეფასებული.

    გარდა ამისა, ბირთვული მედიცინის სფეროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვლევისას გამოყენებულ ნივთიერებას, რომელიც საქართველოში უცხოეთიდან იგზავნება და საჭიროებს როგორც კლიმატური ნორმების, ასევე გამოყენების ვადების მკაცრად დაცვას. თუკი ეს ფაქტორები არ იქნა გათვალისწინებული და ნივთიერების მოხმარების ნორმები დარღვეულია, სადიაგნოსტიკო კვლევების სანდოობა ეჭვქვეშ დგება.

    ზემოთ ჩამოთვლილი რისკების არსებობა ფაქტობრივად ნულს უტარდება თურქეთის მემორიალის კლინიკაში სადიაგნოსტიკოს კვლევების ჩატარებისას. მემორიალის ჰოსპიტალში პაციენტის ჯანმრთელობის შეფასება ხდება ამ დარგში წამყვანი სპეციალისტების მიერ, ვინც გადამზადებული არიან და აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ულტრათანამედროვე აპარატურის ეფექტურად გამოყენებაში, ასევე ყველა ნორმის დაცვისა და გამოსახულებების ზედმიწევნით სწორად გაშიფვრის საკითხში.

    რა მიმართულებებზე მიმართავენ ქართველი პაციენტები მემორიალის კლინიკას?

    შიშლის მემორიალის ჰოსპიტალს ყველაზე ხშირად ონკოლოგიური პაციენტები მიმართავენ. პაციენტს საწყის ეტაპზე შეუძლია გადაამოწმოს საქართველოში დასმული დიაგნოზი. აღნიშნული ხდება საქართველოში ჩატარებული რადიოლოგიური კვლევების: კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოსახულებებისა და დასკვნების საფუძველზე. ასევე, პაციენტი გვიგზავნის ონკომარკერებზე ტესტის პასუხს და ბიოფსიის დასკვნას. დამატებით, პაციენტი გვაწვდის ბიოფსიის ნიმუშს, რომელიც შენახულია პარაფინში და მედეგია გარე ფაქტორების მიმართ ტრანსპორტირების დროს. ბიოფსიის მასალაზე, ფორმა 100 -ში და ექიმის მიმართვაში მითითებულია კოდები, რომელიც აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.

    თურქეთის მემორიალის კლინიკაში ბიოფსიის მასალაზე დაყრდნობით ტარდება პათოლოგიური კვლევა. გამოსახულებების, დასკვნების და პათოლოგიური მასალის შეფასების შემდგომ, ექიმს საშუალება ეძლევა დასვას დიაგნოზი, სწორად შეაფასოს და მართოს სიმსივნური პროცესები, შემდგომში კი შეარჩიოს და დაგეგმოს შედეგზე ორიენტირებული მკურნალობის ტაქტიკა.

    599-38-11-35