
Memorial Hospital Istanbul - "მაღალი ხარისხის მკურნალობა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით"
მემორიალის კლინიკა





კლინიკა რომელიც ორიენტირებულია კლინიკური სრულყოფილებისა და პაციენტის უმაღლესი შედეგების უზრუნველყოფაზე.
მემორიალის კლინიკა
თურქეთში





პროფესიონალი და გამოცდილი მედ-პერსონალი - მემორიალის კლინიკის წარმატების გასაღებია.
მემორიალ ჰოსპიტალი
თურქეთი




მემორიალის კლინიკა თურქეთში
მემორიალის ჰოსპიტალის ქსელის პირველი საავადმყოფო დაარსდა 1995 წელს თურქეთში, ხოლო ქსელი სრულად ამოქმედდა 1999 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ იგი გახდა პირველი სამედიცინო ორგანიზაცია თურქეთში, რომელმაც გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია გაერთიანებული კომისიის – Joint Commission International-ის (JCI) მიერ და მიენიჭა საერთაშორისო კომისიის (JCI) სერთიფიკატი.
- ორგანოთა გადანერგვის ცენტრი;
- IVF ცენტრი;
- გენეტიკის ცენტრი;
- ინსულტის ცენტრი;
- მკერდის ჯანმრთელობისა და დაავადებების ცენტრი;
- ონკოლოგიის ცენტრი;
- ვინჩი რობოტული ქირურგიის ცენტრი;
- ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი.

მემორიალის კლინიკებში გლობალური პაციენტები იღებენ შემდეგ სერვისებს:

მემორიალის კლინიკა საზღვარგარეთ
მემორიალის კლინიკა თურქეთში (Memorial Health Group) აქვს წარმომადგენლობა როგორც თურქეთში, ასევე ამერიკაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მემორიალის კლინიკა თურქეთში აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ცნობილია აქ მომუშავე მსოფლიოშო ცნობილი წამყვანი ექიმებით.
კლინიკა მემორიალი შიშლი კარგად არის ცნობილი ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
- კარდიოლოგია;
- გულ-სისხლძარღვთა ქირურგია;
- ინ-ვიტრო განაყოფიერება და ორგანოების ტრანსპლანტაცია;
ონკოლოგიური პაკეტები მემორიალის კლინიკაში
პაციენტების შეფასებები
11 წლიანი უშვილობის და რამდენიმე ინ-ვიტრო განაყოფიერების მცდელობის შემდეგ, გადავწყვიტეთ მემორიალის კლინიკაში წავსულიყავით. ახლობლებისგან ვიცოდით რომ ეს საავადმყოფო გამოირჩეოდა ამ მიმართულებით და მართლაც ჩვენც ძალიან კარგ ექიმთან აღმოვჩნდით. 3 წლის ჯანმრთელი გოგო გვყავს. რეკომენდაციას ვუწევთ მემორიალის მთელ გუნდს.

ნინო მეზვრიშვილი (41წ)
პაციენტიმემორიალის კლინიკაში ყავთ უმაგრესი უროლოგი, რომელმაც ურთულესი 8 საათიანი ოპერაცია წარმატებულად და გართულებების გარეშე ჩაუტარა ჩემ მეუღლეს. მუდმივად კონტაქტზე იყო ჩვენთან და ამოწმებდა პაციენტის მდგომარეობას. ძალიან კარგი პროფესიონალი და ადამიანი.

მარინა სოფრომაძე (55წ)
პაციენტი

Memorial-ში სამედიცინო მოგზაურობის ნაბიჯები
რატომ იმატა თურქეთში მკურნალობის მსურველთა რაოდენობამ ბოლო 5 წლის განმავლობაში?
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთში ქართველი პაციენტების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. სამწუხაროდ, ამის გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ხშირად სახელდება სადიაგნოსტიკო კვლევების არასრულფასოვნად ჩატარება, რაც შემდგომ ხდება არასწორი დიაგნოზის და შესაბამისად, არასწორი მკურნალობის მიზეზი.
საქართველოს რამდენიმე წამყვან კლინიკაში გამოიყენება ულტრათანამედროვე დანადგარები, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ხშირად ექიმები არ არიან სათანადოდ გადამზადებული და კვალიფიცირებული, მათი გამოყენება ვერ ხდება მიზნობრივად და ეფექტურად. სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც კარგი დანადგარის წყალობით საკმაოდ მკაფიოდ მიღებული გამოსახულება, არასრულად ან არასწორად არის გარჩეული და შეფასებული.
გარდა ამისა, ბირთვული მედიცინის სფეროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვლევისას გამოყენებულ ნივთიერებას, რომელიც საქართველოში უცხოეთიდან იგზავნება და საჭიროებს როგორც კლიმატური ნორმების, ასევე გამოყენების ვადების მკაცრად დაცვას. თუკი ეს ფაქტორები არ იქნა გათვალისწინებული და ნივთიერების მოხმარების ნორმები დარღვეულია, სადიაგნოსტიკო კვლევების სანდოობა ეჭვქვეშ დგება.
ზემოთ ჩამოთვლილი რისკების არსებობა ფაქტობრივად ნულს უტარდება თურქეთის მემორიალის კლინიკაში სადიაგნოსტიკოს კვლევების ჩატარებისას. მემორიალის ჰოსპიტალში პაციენტის ჯანმრთელობის შეფასება ხდება ამ დარგში წამყვანი სპეციალისტების მიერ, ვინც გადამზადებული არიან და აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ულტრათანამედროვე აპარატურის ეფექტურად გამოყენებაში, ასევე ყველა ნორმის დაცვისა და გამოსახულებების ზედმიწევნით სწორად გაშიფვრის საკითხში.
რა მიმართულებებზე მიმართავენ ქართველი პაციენტები მემორიალის კლინიკას?
შიშლის მემორიალის ჰოსპიტალს ყველაზე ხშირად ონკოლოგიური პაციენტები მიმართავენ. პაციენტს საწყის ეტაპზე შეუძლია გადაამოწმოს საქართველოში დასმული დიაგნოზი. აღნიშნული ხდება საქართველოში ჩატარებული რადიოლოგიური კვლევების: კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოსახულებებისა და დასკვნების საფუძველზე. ასევე, პაციენტი გვიგზავნის ონკომარკერებზე ტესტის პასუხს და ბიოფსიის დასკვნას. დამატებით, პაციენტი გვაწვდის ბიოფსიის ნიმუშს, რომელიც შენახულია პარაფინში და მედეგია გარე ფაქტორების მიმართ ტრანსპორტირების დროს. ბიოფსიის მასალაზე, ფორმა 100 -ში და ექიმის მიმართვაში მითითებულია კოდები, რომელიც აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.
თურქეთის მემორიალის კლინიკაში ბიოფსიის მასალაზე დაყრდნობით ტარდება პათოლოგიური კვლევა. გამოსახულებების, დასკვნების და პათოლოგიური მასალის შეფასების შემდგომ, ექიმს საშუალება ეძლევა დასვას დიაგნოზი, სწორად შეაფასოს და მართოს სიმსივნური პროცესები, შემდგომში კი შეარჩიოს და დაგეგმოს შედეგზე ორიენტირებული მკურნალობის ტაქტიკა.