


ლივ ჰოსპიტალი
ლივ ჰოსპიტალისთვის, რომლის სახელიც Leading International Vision-ის პრინციპის ინიციალებითაა შთაგონებული, ინგლისური სიტყვა „life“ (live) გახდა მისი არსებობისა და მიზნის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო. “ლივ ჰოსპიტალი” მიზნად ისახავს მოწინავე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების მუდმივ დანერგვასა და გამოყენებას, რაც წინაპირობაა პაციენტმა მიიღოს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები. ლივის მედიცინის ცენტრში წლის განმავლობაში ტარდება უამრავი სამეცნიერო კვლევა, კლინიკა თანამშრომლობს უამრავ ცნობილ უნივერსიტეტთან და კვლევით ცენტრთან თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ.
ლივ ჰოსპიტალის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები
წლების განმავლობაში ლივ ჰოსპიტალში შეიქმნა მრავალი სხვადასხვა დეპარტამენტი, რომლებშიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
კლინიკაში ყურადღება გამახვილებულია პერსონალიზებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – თითოეული პაციენტის ქეისი განიხილება ინდივიდუალურად და მისი საჭიროების მიხედვით იგეგმება კონსერვატიული მკურნალობა, სხვა თერაპიული მიდგომა თუ ოპერაციული ჩარევა. კლინიკა სწრულად აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და დანადგარებით.
ლივ ჰოსპიტალის სამედიცინო სერვისები
ონკოლოგია
სარძევე ჯირკვლის, ფილტვის, მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხის, კუჭისა და პანკრეასის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
კარდიოლოგია
Liv Hospital-ის კარდიოლოგიური ცენტრის გამოცდილი ექიმები წარმატებულად იყენებენ, როგორც უახლეს ტექნოლოგიებს, ასევე თანამედროვე სამკურნალო მიდგომებს. .
უროლოგია
ლივის კლინიკაში წარმატებულად ტარდება ოპერაციები შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: პროსტატის სიმსივნე, შარდის ბუშტის სიმსივნე, თირკმლის პათოლოგიები.

ტრანსპლანტაცია
Liv Hospital ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრი არის თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ცენტი.
ნევროლოგია
ანევრიზმა, ჰემორაგიული ინსულტი, თავის ტვინის სიმსივნე - ამ დაავადებების და პათოლოგიების გამოკვლევები და ქირურგიული ოპერაციები.
პლასტიკური ქირურგია
სახის კორექცია, თმის გადანერგვა ულტრათანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
"ლივ ჰოსპიტალი" - ჯანდაცვის სერვისების საიმედო პროვაიდერი თურქეთში!
ლივ ჰოსპიტალი პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით, გამოცდილი ექიმებით, პერსონალითა და მულტიდისციპლინური მუშაობით, მიზნად ისახავს იყოს სანდო და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერი თურქეთში.
ლივ ჰოსპიტალში გარემო


თურქეთის ლივ ჰოსპიტალს მივმართეთ მას შემდეგ რაც ოჯახის წევრს დაუდგინდა ხერხემლის თიაქარი. მას ქონდა გაუსაძლისი ტკივილები ქვედა ზურგსა და მარჯვენა ფეხში. სადიაგნოსტიკო კვლევევმა აჩვენა რომ სახეზე გვქონდა მალთაშუა დისკის თიაქარი. ლივ ჰოსპიტალში გვირჩიეს პირველ რიგში კონვენციური ვარჯიშების ჩატარება რის შემდეგაც რამდენიმე კვირაში გაუსაძლისი ტკივილებმა იკლო და ხერხემლის დისკმა დაიწყო რეგენერირება. სწორმა დიაგნოზმა და შესაბამისი ფიზიოთერაპიის დანიშვნამ მალევე მოაგვარა ეს პრობლემა.

თეა ჭელიძე
პაციენტიექიმი ჩიგდემი მკურნალობს დედაჩემს რომელსაც დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი. მანდ დიაგნოზის შემდეგ შემოგვთავაზა სხვადასხვა მიდგომა.
ექიმი ჩიგდემის ძალიან მადლიერები ვართ. ის ძალიან ემპათიური და უაღრესად ნიჭიერი ექიმია. მან გეგმიურად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა მოსამზადებელი გზები, რომლებიც უნდა დაგვეცვა მკურნალობის დაწყებამდე. მისი მეთოდების წყალობით, დედაჩემის ქიმიოთერაპია ჩატარდა, მიუხედავად სხვა დამატებითი ინფექციებისა რომლებიც ერთდროულად მიმდინარეობდა ორგანიზმში.
მთელი ჩემი ოჯახი უაღრესად მადლიერია ექიმის ისევე როგორც მთლიანი ჰოსპიტალის გუნდის. მათმა პროფესიონალურმა და ყურადღებიანმა მოპყრობამ მასქიმალურად პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩვენზე მკურნალობის პერიოდში.

კობა მაისურაძე
პაციენტილივ ჰოსპიტალში მკურნალობის შესახებ ხშირად დასმული კითხვები
რამდენ ხანს მომიწევს ლივ ჰოსპიტალში დარჩენა?
პაციენტის კლინიკაში დაყოვნების პერიოდი ინდივიდუალურია და განისაზღვრება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს უტარდება მხოლოდ სადიაგნოსტიკო კვლევები, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია, იკეთებს სისხლის ანალიზებს და გადის ექიმის კონსულტაციას, ამ პაციენტის კლინიკაში ვიზიტი ძირითადად მხოლოდ ერთი დღით შემოიფარგლება. უმეტესწილად, პაციენტი დილითვე გადის ექიმთან კონსულტაციას. შემდგომ, იტარებს საჭირო სადიაგნოსტიკო კვლევებს, საღამოს კი ექიმთან განმეორებითი ვიზიტის დროს ხდება სამედიცინო დასკვნის მიმოხილვა და მკურნალობის დაგეგმვა. თუ პაციენტს არ ესაჭიროება დამატებითი კვლევები ან ქირურგიული ჩარევა, მისი ვიზიტი კლინიკაში დასრულებულია და მას შეუძლია დაბრუნდეს ქვეყანაში. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს სჭირდება ქირურგიული ოპერაცია ან რაიმე პროცედურა, მაშინ მისი ქვეყანაში დაყოვნების პერიოდს საზღვრავს ექიმი პროცედურის სპეფიციკიდან გამომდინარე. ზუსტი დრო, რაც მან უნდა გაატაროს კლინიკაში და მაშასადამე თურქეთში, დამოკიდებულია უშუალოდ პაციენტის ჩივილებზე და კონრეტულ ქეისზე.
შემიძლია თუ არა მკურნალი ექიმის არჩევა?
ხშირად პაციენტს შერჩეული ყავს კონკრეტული ექიმი, რომლის შესახებ მან ინფორმაცია მოიძია წინასწარ, კლინიკაში ჩამოსვლამდე. ასეთ შემთხვევაში, პაციენტს შეხვდება მის მიერ შერჩეული ექიმი, თუმცა სადიაგნოსკიტკო კვლევების პასუხების მიხედვით შესაძლოა მისთვის გამოიყოს იმავე ან სხვა დეპარტამენტის სპეციალისტი, რომელიც უკეთ შეეფერება მის ქეისს.