599-38-11-35

healthcentre.ge

ამერიკული კლინიკა თურქეთში, amerikuli hospitali turketi. ამერიკული კლინიკა ჰოსპიტალი თურქეთი. Updated 2022
American hospital

ამერიკული კლინიკა თურქეთში

ამერიკული ჰოსპიტალი თურქეთში დაარსდა 1920 წელს ადმირალ მარკ ლ. ბრისტოლის მიერ, როგორც პირველი არაკომერციული კერძო საავადმყოფო. თურქეთის პირველი საექთნო სკოლა, რომელიც პარალელურად გაიხსნა, ასევე გახდა საავადმყოფოს განუყოფელი ნაწილი.

საექთნო სკოლაში წლების განმავლობაში მუშავდება და უმჯობესდება სპეციალიზებული სასწავლო კურსები, რომლის მიზანია ექთნების პაციენტებზე ზრუნვის გაუმჯობესება. 

ამჟამად სტამბოლის ამერიკული კლინიკა წარმოადგენს მულტიდისციპლინარულ სამედიცინო ცენტრს თურქეთში, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლკექტებულია წამყანი სამედიცინო პერსონალით. კლინიკაში დანერგილია და გამოიყენება ნეიროანგიოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

სერვისები

ამერიკული ჰოსპიტალის სამედიცინო სერვისები

American hospital

თურქეთის ამერიკული კლინიკა

ამერიკული კლინიკა წარმოდგენილია 278 პაციენტის ოთახით, მათ შორის 58 ოთახი რეზერვირებულია ინტენსიური თერაპიის პაციენტებისთვის, 62 ინტენსიური თერაპიის საწოლი და 12 საოპერაციო ოთახი. კლინიკა ემსახურება 220 000-ზე მეტ პაციენტს და ყოველწლიურად ტარდება 10 000-ზე მეტი ოპერაცია.

ამერიკულ საავადმყოფოს აქვს 33 სპეციალიზებული განყოფილება, სადაც მუშაობს 800 მაღალკვალიფიციური ექიმი. გარდა ამისა, დამატებითი 1000 დამხმარე პერსონალი რეგულარულად მორიგეობს კლინიკის პაციენტების მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად.

პაციენტებზე ზრუნვის საკითხში ამერიკული ჰოსპიტალი ლიდერობს თურქეთის მასშტაბით.

თურქეთის ამერიკული ჰოსპიტალი კლინიკა. Updated 2022
მკურნალობა ამერიკულ ჰოსპიტალში
ამერიკულ კლინიკაში მკურნალობის დაგეგმვის ეტაპები
01
დოკუმენტები

ანალიზების შეგროვება, მკურნალობის დაგეგმვა.

02
გამგზავრება

ბილეთების შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა, გამგზავრება თურქეთში.

03
მკურნალობა

ვიზიტი კლინიკაში, მკურნალობა.

04
დაბრუნება

სამშობლოში დაბრუნება, რეაბილიტაცია. 

შთაბეჭდილებები
პაციენტის შთაბეჭდილებები ამერიკული კლინიკის შესახებ
33
+
33
+

განყოფილება

800
+
800
+

ექიმი

1000
+
1000
+

დამხმარე პერსონალი

220000
+
220000
+

პაციენტი

უკუკავშირი

შეტყობინების გამოგზავნიდან მცირე დროში დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი.

ამერიკული კლინიკა თურქეთი. Updated 2022
კონტაქტი
დაგვიკავშირდით!

    კითხვები
    პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე ამერიკულ ჰოსპიტალში მკურნალობასთან დაკავშირებით

    რას მოიცავს ამერიკული ჰოსპიტალის ჩექაფის პაკეტი?

     

    ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა სხეულის სრული შემოწმება (ჩექაფი/ჩექაპი), ამის მიზეზი ის არის რომ ადრეული გადამოწმება პაციენტს ეხმარება დროულად გამოვლინდეს ნებისმიერი პოტენციური დაავადება. ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დროული და რეგულარული გადამოწმება პაციენტებს ეხმარება თავიდან აირიდოს გართულებები, ოპერაციები და ადრეული სიკვდილიც კი.

    ჯანმრთელობის ჩექაფის დროულ ჩატარებას შემდეგი უპირატესობები გააჩნია:

    • პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ჯანმრთელობის მდგომარეობის ან დაავადებების ადრეული გამოვლენა;
    • მკურნალობისა და განკურნების შანსების გაზრდა;
    • გართულებების რისკის შემცირება არსებული სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგით;
    • სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა;
    • შემცირებული ჯანდაცვის ხარჯები ძვირადღირებული სამედიცინო სერვისების თავიდან აცილებით.

    ამერიკულ ჰოსპიტალში არსებობს მრავალნაირი ჩექაფის პაკეტი. ყველაზე მოთხოვნადი და გავრცელებულია ბეისიქ/სტანდარდ ჩექაფი ანუ მთლიანი ჯანმრთელობის გადამოწმება სტანდარტული ტესტებით. პაციენტს ასევე შეუძლია ჩაიტაროს ჩექაფ პაკეტი რომელიც უშულოდ მისი ჯანრმთელობის რისკების შესაბამისია. აგრეთვე, არსებობს ექსკლუზიური ჩექაფ პაკეტი, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ ფართო კვლევას, კონსულტაციებს სხვადასხვა მიმართულების ექიმთან, ტესტებს ონკომარკერებზე და სხვადასხვა დაავადებებზე.

    სტანდარტული ჩექაფ პაკეტი მოიცავს შემდეგ სადიაგნოსტიკო ტესტებს:

    • სისხლის და შარდის ტესტები;
    • გულმკერდის რენტგენი, ეკგ და 2D ექოკარდიოგრაფია;
    • ვიტამინის შემოწმება;
    • მუცლის გამოკვლევა: მუცლისა და მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
    • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტები: TSH, T3, T4;
    • თირკმლის ფუნქცია: სისხლის შარდოვანა, შარდმჟავა, შრატის კრეატინინი;
    • ფილტვის ფუნქციური ტესტები;
    • შაქრიანი დიაბეტის ტესტები;
    • B ჰეპატიტის ტესტები;
    • CT კალციუმის ქულა;
    • კისრის სისხლძარღვების CT სკრინინგი (კაროტიდი);
    • მამოგრაფია და პაპ ტესტი.

    რა კითხვები უნდა დავსვათ ჩექაფის გაკეთებამდე?

     

    • რომელი ტესტებისგან შედგება ჩექაპ პაკეტი?
    • რატომ კეთდება ესა თუ ის ტესტი?
    • რა ეტაპებს მოიცავს ტესტი? როგორ უნდა მოვემზადო?
    • არსებობს რაიმე საფრთხე ან გვერდითი ეფექტები?
    • რა დრო დასჭირდება შედეგების მიღებას?
    • რაზე მეტყველებს ჩექაფის ტესტების პასუხები?
    • დაგვჭირდება თუ არა დამტებითი კვლევები?
    • შეიძლება თუ არა ჩექაფის პაკეტში ცვლილებების შეტანა?

    599-38-11-35